პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
მძღოლ-ექსპედიტორი
თბილისი
31 ივლ 2023
31 დეკ 2023

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: მცოცავი 8 საათიანი გრაფიკი
ანაზღაურება : 1400 დან-1600 ლარამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება
  • სადისტრიბუციო ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა, გადატანა, ჩამოტვირთვა
  • ტრანსპორტირებისთვის გამზადებული პროდუქციის რაოდენობის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B ან C-კატეგორიის მართვის მოწმობა
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მძღოლ-ექსპედიტორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე:
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry