პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
ცენტრალური საწყობის თანამშრომელი
თბილისი
04 ივნ 2023
31 დეკ 2023

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას ბონუსს - 1450 - 1550 ლარი;
** კვებით უზრუნველყოფას;
** ტრანსპორტირებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი მოვალეობები:

** ფაქტურის მიხედვით შეკვეთების გამზადება;
** დისტრიბუციის თანამშრომლებისათვის ტვირთის გადაცემა;
** პერიოდულად საწყობში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობის მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ცენტრალური საწყობის თანამშრომელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე:
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry