პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
დიასახლისი
თბილისი
28 ივნ 2021
27 ივლ 2021

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს  ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის  ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 ორშაბათი-შაბათი, კვირა -დასვენება

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო დარბაზის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  მოწესრიგებული;
  •  პუნქტუალური;
  •  ენერგიული.

გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry