პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
ვაიზერი
თბილისი
23 ოქტ 2022
24 იან 2023

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე. კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან;
** ყოველთვიურ ბონუსს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და დახლზე განთავსება სექციის შესაბამისად;
** პროდუქციის ვადების და ფასმაჩვენებლების კონტროლი.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ვაიზერი".

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/DEzVpVyvfbbjSkoE8

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry