პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
მცხობელი
თბილისი
23 მარ 2022
23 აპრ 2022

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის  პოზიციაზე თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ფილიალში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახეობის ცომეული პროდუქციის მომზადება;
  • ცხობის პროცესის სრული ციკლის მართვა და რეცეპტურების დაცვა;
  • ინგრედიენტების ხარჯვისა და მარაგების კონტროლი;
  • წარმოების ტექნოლოგიური პროცესების მკაცრი დაცვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება;
  • მცხობელად მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სისწრაფე და მოქნილობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry