სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
** გაზრდილ ანაზღაურებას - 1150-1500 ლარს ბონუსი;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება და დასაწყობება FIFO-ს წესებისა და ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით;
** ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადებისა და მარაგების რეგულარული კონტროლი;
** ფილიალის საწყობში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი;
** ფილიალში მიმდინარე აღწერაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, ფილიალის სივრცის პროდუქციით მომარაგება.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საწყობის მიმღები" ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/DEzVpVyvfbbjSkoE8
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!