პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
ფილიალის მენეჯერი
თბილისი
01 იან 2026
31 დეკ 2026

სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.

წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.

სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.

შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია. 

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1500-2500 ლარს  ბონუსს
  • 5 დღიან სამუშაო კვირას, 2 დღე დასვენება, 09:00 – 18:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 100%-იანი დაფინანსებით
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 წლიან სამგზავრო ბარათს 100%-იანი დაფინანსებით
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
  • დასაქმების მარტივ პროცედურას
  • კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას უმოკლეს დროში
  • მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი
  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა
  • პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
  • პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი
  • სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვა
  • სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა
  • სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავაჭრო მიმართულებით, ფილიალის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება სს "ნიკორა ტრეიდისა" ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს "თი.დი.ჯი კონსალტინგის" ს/კ 405123049 (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს "ნიკორა ტრეიდის" ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ცოტნე დადიანის ქუჩა, N7, კომერციული ფართი Nც401 სართული 4

სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით  და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის.


გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი J

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: hr@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,ფილიალის მენეჯერი’’.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://hel-ai.com/apply/k4waXxZ


გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry