პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
შოთის პურის მცხობელი
თბილისი
02 ივნ 2021
31 ივლ 2021

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შოთის პურის მცხობელის პოზიციაზე (საქმის ადგილზე შესწავლით) თბილისში შემდეგ მისამართებზე მდებარე ფილიალებში:

  • დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი
  • ისანი, აწყურის ქუჩა #45

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცომის მომზადება აპარატით;
  • ცომის პორციებად დაჭრა და საცხობად გამზადება;
  • ცომის თონეში ჩაკვრა და გამოცხობა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry