გაიცანით ჩვენიანი

ბესო სვანიძე

ბესო სვანიძე

გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი ბესო სვანიძე, "ნიკორას" შვილობილი კომპანიების "ინტრეიდისა" და "პარტნიორის" კომერციული დირექტორი ^_^ 

ბესო: - "ნიკორაში მუშაობა 2003 წელს დავიწყე, მზა პროდუქციის საწყობის რიგით თანამშრომლად. ჩემი არჩევანი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კომპანია ახლად დაფუძნებული და მზარდი იყო. საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე კომპანიის დამფუძნებლებთან გასაუბრების შემდეგ, სადაც დავინახე მათი უდიდესი ენთუზიაზმი და კომპანიის განვითარების რეალური გეგმა. ვიგრძენი, რომ თუ მოვინდომებდი და ბოლომდე დავიხარჯებოდი აქ წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი.

"ნიკორა“ იყო და არის კომპანია, სადაც თანამშრომელთა შერჩევა და დაწინაურება ხდება მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი და პროფესიონალური თვისებების მიხედვით.

"ნიკორაში" უამრავი მეგობარი და უდიდესი გამოცდილება შევიძინე, ეს ჩემი პირველი სამსახური იყო, სადაც უკვე 15 წელი გავატარე, ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი, ამიტომ თავად განსაჯეთ თუ რას ნიშნავს ეს კომპანია ჩემთვის. 
შეიძლება თამამად ითქვას, რომ „ნიკორამ“ მომცა ყველაფერი რასაც დღეს წარმოვადგენ.

ბესო სვანიძე
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry