გაიცანით ჩვენიანი

თამუნა ზვამბია

თამუნა ზვამბია

ეს თამუნაა, ის დაახლოებით 3 წელია რაც ჩვენი დიდი ოჯახის წევრია და ისეთივე წარმატებით ართმევს თავს საქმეს, როგორც ქსოვას. 

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა თამუნა მაინც ახერხებს თავისუფალი დრო გატაცებას დაუთმოს.

თამუნა: „დიდი ხანია ვქსოვ, თუმცა 2-3 წელია გადავწყვიტე ჰობი ჩემს პატარა საქმედ მექცია. 
ეს პროცესი იმდენად მიტაცებს, რომ დროის შეგრძნებას ვკარგავ. ხშირად ვეცნობი მოდის ტენდენციებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვაქსოვ ჩემს კრეატიულ ხედვას.
მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს ნიკორაში, ჩემს გუნდის წევრებთან ერთად ვატარებ, საყვარელი საქმიანობისთვის დროის გამოძებნას ყოველთვის ვახერხებ. ალბათ რთულია იპოვო საყვარელი საქმე და ამისთვის ექსპერიმენტებია საჭირო, თუმცა როცა მას იპოვი დროც მაშინვე გამოჩნდება.“

თამუნა ზვამბია
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry