გაიცანით ჩვენიანი

თინათინ გლოველი

თინათინ გლოველი

გაიცანით #ჩვენიანი თინათინ გლოველი. 2012 წლიდან თინათინი "ნიკორას" გუნდის წევრია, ამ დროის მანძილზე მან კარიერის მრავალი საფეხური გაიარა და დღეს მზა პროდუქციის საწყობის უფროსის პოზიციას იკავებს.

 "ნიკორაში 2012 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა კონსულტანტის პოზიციაზე. დედას ჰქონდა ინფორმაცია „ნიკორა“ -ზე, როგორც იმ დროისათვის ყველაზე პრესტიჟული და პერსპექტიული კომპანიის შესახებ, სწორედ მისი რეკომენდაციით მოვხვდი ნიკორაში.

მახსოვს ემოციებით სავსე მუშაობის პირველი კვირა, იყო ნერვიულობა...თუმცა ჩემი მომსახურებით კმაყოფილი მომხამრებლის სახის დანახვა მეტ სტიმულს მმატებდა, რომ სამუშაო ხარისხიანად შემესრულებინა.
ამ წლების მანძილზე ნიკორამ განვითარების არაერთი ეტაპი განვლო, ყოველწლიურად კომპანია იზრდება და ამტკიცებს რომ ქართულ ბაზარზე ლიდერია.

ნიკორამ საკუთარი თავის რეალიზაციის საშულება მომცა, დამარწმუნა, რომ აქ მართლაც აფასებენ შრომას.

კონსულტანტობიდან ტრენერ -კონსულტანტობამდე... შემდეგ ნიკორას ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის „ჩვენი ფერმერის“ პროდუქტ-მენეჯერობამდე და ახლა ამავე კომპანიის მზა პროდუქციის საწყობის უფროსობამდე. ესაა გზა, რაც ამ წლების განმავლობაში გავიარე ნიკორასთან ერთად.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის ნდობა, რაც ამ კომპანიაში აქვთ შენს მიმართ, სწორედ ამ ნდობისა და იმედების გამართლება იყო და არის ჩემი მთავარი მოტივატორი. ახლა მომეცა იმის საშუალება, რომ ყველა იმ ადამიანს გადავუხადო დიდი მადლობა ვინც ამ გზის გავლაში დამეხმარა. გულწრფელად, ვერ წარმოვიდგენ ჩემს მომავალ საქმიანობას ნიკორას გარეშე და მომავალ მიზნებსაც ნიკორას ვუკავშირებ.

ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავის კარიერას ახლა იწყებს ნიკორაში, ვურჩევ გულით შეიყვაროს ის საქმე რასაც კომპანიაში ემსახურება და ვარწმუნებ რომ აქ წარმატება მიღწევადია"

თინათინ გლოველი
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry