გაიცანით ჩვენიანი

ირაკლი არაბული

ირაკლი არაბული

გვინდა კიდევ ერთი #ჩვენიანი, ირაკლი არაბული გაგაცნოთ, რომელიც 7 წლის განმავლობაში 3-ჯერ დაწინაურდა და დღეს სავაჭრო ობიქტების კონტროლის სპეციალისტია  ^_^

ირაკლი: „ნიკორაში მუშაობა 2011 წელს დავიწყე დაცვის სამსახურში, მინდოდა ჩემი სწავლის საფასური თავად გადამეხადა. პირველ დღეს იმ ობიექტს ვიცავდი, რომელიც ჯერ არ იყო გახსნილი, თან მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა სულ რაღაც 2 დღეში აქ სუპერმარკეტი ყოფილიყო, თუმცა მალე მივხვდი, რომ იმ გუნდისთვის, რომელიც ნიკორაში მუშაობს შეუძლებელი არაფერია. რამდენიმე თვეში უშუალოდ მაღაზიაში გადავედი სამუშაოდ, რომ უფრო მეტად ჩართული ვყოფილიყავი სამუშაო პროცესებში.


მუშაობა რომ დავიწყე 19 წლის ვიყავი, მას შემდეგ 7⃣წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში ნიკორასთან ერთად გავიზარდე, ნიკორასთან ერთად გავიარე ბევრი წარმატება. დღეს ყოველი სამუშაო დღის დაწყება მიხარია, თავს კომფორტულად ვგრძნობ იმ გუნდში, რომელიც ჩემთვის მთავარი მოტივატორია. 


ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ნიკორაში მუშაობის პერიოდში შევიძინე, მინდა ისევ ამ კომპანიის წარმატებისა და გაძლიერებისთვის გამოვიყენო, რადგან წარამტებული და ძლიერი კომპანია წარმატებულ და ძლიერ თანამშრომლებს ნიშნავს.“

ირაკლი არაბული
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry