გაიცანით ჩვენიანი

ჯუნა ორაგველიძე

ჯუნა ორაგველიძე

გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი, ჯუნა ორაგველიძე, რომელმაც რამდენიმე წელში მოახერხა და დიდი კარიერული გზა გაიარა, - დღეს ის სს „ნიკორა ტრეიდის“ ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორის ასისტენტი და ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელია.

 ჯუნა: “ნიკორაში მუშაობა 2011 წელს დავიწყე, მაშინ სტუდენტი ვიყავი, ძალიან კარგად მახსენდება პრაქტიკების პერიოდი, სიხარულით მივდიოდი, იმდენად ბედნიერი ვიყავი მუშაობა რომ უნდა დამეწყო, თუმცა ცოტა დაბნეული, დაძაბული, არ ვიცოდი რა გარემო დამხვდებოდა, დღეს კი ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. 

გუშინდელი დღესავით მახსოვს ჩემი პირველი სამუშაო დღე, წინა ღამით საერთოდ არ მეძინა, მეშინოდა, ვიხსენებდი მე როგორ მემსახურებოდნენ კონსულტანტები როცა მაღაზიაში შევდიოდი, რა მომწონდა და რა არ მომწონდა მათ მომსახურებაში. ბავშვობაში იმ მაღაზიას ვირჩევდი ხოლმე, სადაც ყველა მიღიმოდა, სადაც თბილი გარემო მხვდებოდა, მეც მუშაობის დაწყების დღიდან სულ ვცდილობდი ეს გამოცდილება გამომეყენებინა მომხმარებლებთან ურთიეთობისას. 

ყველა საფეხური გავიარე, დარბაზის კონსულტანტობიდან მალე ხაზის კონსულტანტი გავხდი, შემდეგ უკვე მოლარე. თითოეულ პოზიციაზე გადასვლა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. ყველაზე ბედნიერი ვიყავი როცა ტრენერ-კონსულტანტი გავხდი, დღეს კი ტექნიკურ დეპარტამენტში, ტექნიკური დირექტორის ასისტენტი ვარ. 
ამ წლების მანძილზე ნიკორაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა თბილი, ოჯახური გარემო და მეგობრული დამოკიდებულება. აქ ყოველთვის გაქვს შანსი წინ წახვიდე... ნიკორამ მასწავლა ყველაზე მთავარი - ადამიანებთან ურთიერთობა.

მათ ვინც ახლა იწყებს კარიერას ვურჩევდი, გულით შეიყვარონ ის საქმე, რასაც აკეთებენ, მხოლოდ მოვალეობით არ შემოიფარგლონ და პასუხიმგებლობით მოეკიდონ, წინსვლა და წარმატება მაშინ მოვა, როცა არ ელოდები.”

ჯუნა ორაგველიძე
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry