პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
გრაფიკული დიზაინერი
თბილისი
14 სექ 2021
13 ოქტ 2021

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროექტებისათვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება
  • სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა
  • საჭიროების შემთხვევაში, არსებული დიზაინის მოდიფიცირება
  • ციფრული არხებისათვის ვიზუალური მასალის მომზადება
  • ბეჭდვითი დიზაინის შექმნა და საბეჭდი ფაილების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • Adobe Photoshop, Adobe Indesign, CorelDraw და Adobe Illustrator პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • შემოქმედებითი აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი

ღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე:
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry