პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
თბილისი
16 სექ 2021
17 სექ 2021

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერი​ს პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის ბიუჯეტირება, დედლაინების მართვა;
  • კომპანიის მიმდინარე საიმიჯო/სარეკლამო აქტოვობების მართვაში მონაწილეობა;
  • პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების მომზადება და წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით;
  • პროექტის მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • როგორც გუნდური ასევე ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • კარგი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე:
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry