პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
სოციალური მედიის მენეჯერი
თბილისი
13 დეკ 2021
13 იან 2022

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 380-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
** ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
** ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
** სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
** Google AdWords-სა და Facebook Ads - ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართულად წერის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე:
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry