პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელი
თბილისი
09 სექ 2021
08 ოქტ 2021

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 350-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს  ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის  ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის სტრატეგიის შემუშავება, მართვა;
  • კომპანიის საჭირო ადამიანური კაპიტალით,  განსაზღვრულ ვადებში, უზრუნველყოფა;
  • ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა;
  • ტალანტების მოზიდვის ალტერნატიული არხების განსაზღვრა, როგორც ახალი, ასევე არსებული არხების ეფექტიანობის შეფასება და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
  • კანდიდატთა შერჩევის არსებული მეთოდების განახლებაზე ზრუნვა;
  • ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის განყოფილების თანამშრომლების კოორდინირება, მათი შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის შეფასება და მართვა;
  • ახალი თანამშრომლის ონბორდინგ პროცესის კოორდინირება;
  • აპლიკანტთა მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მუდმივი მონიტორინგი;
  • განყოფილების ჭრილში ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მართვა;
  • გეგმიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან/მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით);
  • ტალანტების მოზიდვისა და შერჩევის კუთხით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია HR-soft  მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების მართვა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • საქმიანი პროტოკოლის ცოდნა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

 

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე:
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry