პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
მაცივარ-დანადგარების შემკეთებელი
თბილისი
04 ივნ 2021
03 ივლ 2021

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას მაცივარ-დანადგარების შემკეთებლის პოზიციაზე ქ. თბილისში. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალებში არსებული მაცივარ-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
  • ფილიალებში არსებული მაცივარ-დანადგარების ტემპერატურული მდგომარეობის კონტროლი;
  • ფილიალებში არსებული მაცივარ-დანადგარების გაწმენდა;
  • თერმოსტატის შეცვლა;
  • დაზიანებული დეტალების შეცვლა;
  • ფრეონის დამატება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry