პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
12 მარ 2024
30 აპრ 2024

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.
"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.
თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე.

ჩვენ გთავაზობთ:

** გაზრდილ ანაზღაურებას თბილისის ყველა ფილიალში: 1100 - 1400 ლარი  ბონუსი;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის დახარისხება და კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მომხმარებლის ლოიალურობაზე ზრუნვა.

გაცნობებთ, რომ  თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს,  დამუშავდება სს „ნიკორა ტრეიდისა“ ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს „თი.დი.ჯი კონსალტინგის“ ს/კ 405123049  (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად  დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის   არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა  და  დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.   მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს „ნიკორა ტრეიდის“ ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი J

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,მოლარე-კონსულტანტი’’.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/DEzVpVyvfbbjSkoE8


გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry