პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
შოთის პურის მცხობელი
თბილისი
12 მარ 2024
30 აპრ 2024

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 24 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 8500-მდე ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შოთის პურის მცხობელის პოზიციაზე (საქმის ადგილზე შესწავლით) თბილისში შემდეგ მისამართებზე მდებარე ფილიალებში:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცომის მომზადება აპარატით;
  • ცომის პორციებად დაჭრა და საცხობად გამზადება;
  • ცომის თონეში ჩაკვრა და გამოცხობა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ  თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს,  დამუშავდება სს „ნიკორა ტრეიდისა“ ს/კ 206255808 და უფლებამოსილი პირის - შპს „თი.დი.ჯი კონსალტინგის“ ს/კ 405123049  (რეგისტრირებული მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ქუჩიშვილის ქ., N 18, სართული 1, საოფისე ფართი N2) მიერ  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  შესაბამისად  დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის   არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა  და  დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.   მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე info@nikoratrade.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით სს „ნიკორა ტრეიდის“ ს/კ 206255808 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.


გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი J

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,შოთის პურის მცხობელი’’.

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/DEzVpVyvfbbjSkoE8


გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry