ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გახეხილი ჭარხალი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. როგორც კი ჭარხალი დარბილდება, დაუმატეთ ბულიონი, შაქარი და კარგად აურიეთ. დაელოდეთ გაციებას.
უკვე გაციებულ წვნიანს დაუმატეთ მაწონი და კეფირი, კვლავ აურიეთ.თუ წვნიანი ძალიან ტკბილი გამოგივათ, დაუმატეთ მას ლიმნის წვენი, მარილი და წიწაკა.
სუფრაზე მიტანისას თითოეული ულუფა გააფორმეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხით, ბოლოკით და მწვანილებით.