რეცეპტები

ცომეული
ბერძნული სააღდგომო ღვეზელი
ბერძნული სააღდგომო ღვეზელი

ბერძნული სააღდგომო ღვეზელი

რეცეპტის კატეგორია:

ცომეული

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ფქვილი - 6 ჭიქა
  • რძე - 1/5 ჭიქა
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
  • კვერცხი - 3 ც
  • საფუარი - 1-2 ჩ.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • ილი - 1/2 ჩ.კ
  • ლიმონის ცედრა, ვანილი - გემოვნებით
  • წითელი კვერცხი და სეზამის მარცვლები

მომზადების წესი:

აურიეთ 2 ჭიქა ფქვილი, შაქარი, საფუარი, ილი, ვანილი, ლიმონის ცედრა და  მარილი. თბილ რძეში გაადნეთ კარაქი და დაასხით მიღებულ ფხვიერ მასას, დაამატეთ 3 ცალი კვერცხი და მოზილეთ რბილი ცომი. ნელ-ნელა მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი და ზილეთ დაახლოებით 6-8 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური. გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში, დააფარეთ და დადგით ასაფუებლად.

უკვე აფუებული ცომი გაყავით სამ ნაწილად. თითოეულს მიეცით მოგრძო ფორმა და დაწანით. თუნუქის ფურცელს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათვსეთ დაწნული ცომი.  ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და გამოაცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

უკვე გამომცხვარი ღვეზელის წნულებში, გასაფორმებლად, მოათავსეთ წითლად შეღებილი კვერცხები.

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry