მხარდაჭერა

გვეამაყებით!

2015-12-23

"ნიკორა სუპერმარკეტი" უკვე მეორე წელია რაც რაგბის ბავშვთა კლუბ "ლელოს" გენერალურ სპონსორობას უწევს. ამა წლის 29 ოქტომბერს, საფრანგეთის ქალაქ ანტიბში, 45-ე ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც მეორედ მიიღეს მონაწილეობა კლუბ „ლელოს“ პატარა მორაგბეებმა და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. 2006-2007 წლიანმა მორაგბეებმა სხვადასხვა ქვეყნის კლუბებს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს და საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობაც მოიპოვეს. მორაგბეები საქართველოში 2 ნოემბერს დაბრუნდნენ. აეროპორტში ჩვენს პატარა ჩემპიონებს "ნიკორა სუპერმარკეტმა" ტრადიციული და საზეიმო დახვედრა მოუწყო.

 

 ჩვენ ვულოცავთ პატარებს ამ დიდ გამარჯვებას, ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას სპორტულ ასპარეზზე და გამოვთქვამთ მზადყოფნას კვლავაც გვერდში დავუდგეთ და გავუწიოთ ყველა სახის მხარდაჭერა ქვეყნისთვის სასახელო საქმეში.

გვეამაყებით!
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry