მხარდაჭერა

ღონისძიებები
მხარდაჭერა
სიკეთე გადამდებია!

სიკეთე გადამდებია!

2016-11-03

ბედნიერებაა როდესაც სხვისი ტკივილი გტკივა და სიხარული კი გახარებს.


ჩვენ დღეს ბედნიერები ვართ, რადგან ცოტათი მაინც შევძელით ნაზი ბებოს სევდიანი თვალების გაბრწყინება და მცირეოდენი სიხარულის მინიჭება.


3 ნოემბერს "ნიკორა სუპერმარკეტი"-ს წარმომადგენლები ბებოს პირადად ესტუმრნენ ყვარელში და ყოველდღიური მომხმარებისთვის საჭირო პროდუქტებით სავსე კალათი გადასცეს.


გარდა ამისა კომპანიამ ბებოს საჩუქრად "ნიკორა სუპერმარკეტის" დაგროვებითი ბარათიც გადასცა, რომლის საშუალებითაც მას შეეძლება ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 100 ლარის ღირებულების მისთვის სასურველი პროდუქტი სრულიად უფასოდ მიიღოს "ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელში.


ჩვენს თბილ და კეთილ ბებოს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. 
სიკეთე გადამდებია!

სიკეთე გადამდებია!
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry