ხშირად დასმული კითხვები

მაქვს თუ არა შესაძლებლობა  დაგროვებით ბარათზე არსებული ქულებით შევიძინო ჩემთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი?

"ნიკორა სუპერმარკეტის" დაგროვებით ბარათზე არსებული ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენა,  მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ სავაჭრო ობიექტში. 

როგორ შევამოწმო დაგროვებით ბარათზე არსებული ქულები?

დაგროვებით ბარათზე არსებული ქულების შემოწმება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: http://nikorasupermarket.ge/georgian/cards

სად შეიძლება, რომ ვნახო "ნიკორა სუპერმარკეტის" Mobile აპლიკაცია? 

"ნიკორა სუპერმარკეტის"  Mobile - აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: http://nikorasupermarket.ge/georgian/aplication

 

სად შეიძლება გამოვაგზავნო კონკრეტული პროექტისა თუ სარეკლამო მომსახურების შემოთავაზება?

ნებისმიერი სახის სარეკლამო თუ არა სარეკლამო შემოთავაზება შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@nikoratrade.ge

როგორ მიმდინარეობს კადრების შერჩევის ეტაპი? 

"ნიკორა სუპერმარკეტში" კანდიდატთა შერჩევის პროცესი  შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • რეზიუმეს განხილვა
  • ტესტირება
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური გასაუბრება

✔ თუ აპლიკანტის მონაცემი აკმაყოფილებს არსებული ვაკანტური ადგილის მოთხოვნებს, რეზიუმეს განხილვის შემდეგ  ხდება გასაუბრებაზე დაბარება. 

✔ შერჩევის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ტესტირებას, რომლის საშუალებითაც ხდება კანდიდატის პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა.

✔ გასაუბრების პირველი ეტაპი მოიცავს პერსონალის მართვის სამსახურის წარმომადგენელთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. მეორე ეტაპზე კი, კანდიდატის შეხვედრა მის პოტენციურ ხელმძღვანელთან ხდება.

✔ ​ტესტირება/გასაუბრების ეტაპების წარმატებით დასრულების შემდეგ ხდება კანდიდატის კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმება.

 

როგორი გრაფიკი მოქმედებს „ნიკორა სუპერმარკეტი“-ს  ქსელში დასაქმებული პერსონალისთვის და რამდენია ანაზღაურება?

„ნიკორა სუპერმარკეტი“-ს ქსელში 4 განსხვავებული გრაფიკი მოქმედებს:

1. კვირამონაცვლეობით მუშაობა
2. 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა
3. 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობა
4. 2 დღე 12 საათიანი მორიგეობა - მესამე დღეს კი თავისუფალი დღე.


ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია გრაფიკსა და იმ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტზე, რომელშიც სამომავლოდ აპლიკანტი  დასაქმდება. აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ტესტირება/გასაუბრების ეტაპზე მოგაწვდით კომპანიის ადმინისტრირებისა და პერსონალის მართვის სამსახურის წარმომადგენლები. 

სად შეიძლება მოვიძიო „ნიკორა სუპერმარკეტში“ არსებული ვაკანსიები?

"ნიკორა სუპერმარკეტში" არსებული ვაკანსიების სანახავად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: ვაკანსიები

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწერეთ.

მოგვწერეთ