"ნიკორა სუპერმარკეტი"-ს ბარათი "მეტი"

 
„ნიკორა  სუპერმარკეტი“ მომხმარებელს სთავაზობს ახალ საკრედიტო ბარათს - „მეტი“, რომლის საშუალებითაც  მომხმარებელს შეუძლია  "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ნიკორა XL"-ის სავაჭრო ობიექტებზე  შეიძინოს მისთვის საჭირო ყველა პროდუქტი,  ხოლო თანხა ბარათზე დაფაროს 45 დღის განმავლობაში.
 
ბარათზე ლიმიტის დამტკიცებისთვის აუცილებელია ბარათის აღების მსურველი იყოს 20-დან 60-წლის ასაკის, ჰქონდეს  მინიმუმ 200  ლარიანი ყოველთვიური შემოსავალი და დადებითი საკრედიტო ისტორია. ბართი არის 4 წლიანი, რომელზეც საკრედიტო ლიმიტს, 50 - ლარიდან 200 - ლარამდე , ამტკიცებს „საქართველოს ბანკი“. ბარათის აღებისთვის შემოსავლების დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა საჭირო არ არის.
 
ბარათი არის უფასო და ბარათიდან გახარჯული თანხის 45 დღის განმავლობაში უკან დაბრუნების შემთხვევაში, არ დაგერიცხებათ არანაირი %.  (საქართველოს ბანკის ინტერნეტ/მობაილ ბანკის, ასევე ექსპრეს ფეის აპარატის საშუალებით შეგიძლიათ ნახოთ რომელ რიცხვამდე და რა თანხის შეტანა გჭირდებათ ბარათზე იმისთვის, რომ არ დაგერიცხოთ %).
 
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ჩაეტევით 45 დღის ვადაში, ყოველთვიურად გადაიხდით ათვისებული თანხის 20% + ყოველწლიური საკომისიო 80% (დაანგარიშებული დღეების მიხედვით).  აქედან 20% დაგიბრუნდებათ ბარათზე და ისევ შეძლებთ ამ თანხის გამოყენებას ჩვენს მაღაზიებში. მინიმალური გადასახადის გადახდა შესაძლებელია: საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკით, მობაილბანკით, ექსპრეს ფეის გადახდის აპარატით.
 
  • ერთდროულად 2 ცალი აქტიური ბარათი „მეტის“ ფლობა არ არის შესაძლებელი.
  • ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, უნდა მიბრძანდეთ ექსპრეს ბანკის შემდეგ სერვის ცენტრებში, აღმაშენებლის გამზირი N142 და მეტრო „სამედიცინო ინსტიტუტი 1“ (არქივი), სადაც შეძლებთ უფასოდ მიიღოთ ახალი ბარათი.
  • ბარათზე „მეტი“ არ გროვდება ქულები, თუმცა თუ თქვენ გაქვთ ნიკორას დაგროვებითი ბარათი, შეგიძლიათ გაატაროთ ყოველი გადახდისას და დააგროვოთ ქულები.
  • ასევე შესაძლებელია ბარათზე გადაიტანოთ საკუთარი სახსრები. ლიმიტს ზემოთ თანხის გახარჯვის შემთხვევაში, პროცენტი არ დაგერიცხებათ.

ბარათი "მეტი"-ს აღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

  • ქ. თბილისი, აგლაძის ქ. №26
  • ქ. თბილისი, პეტრიწის ქ. №9
  • ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი,  № 28
  • ქ. თბილისი, შარტავას ქ. №35/37
  • ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი  №21
  • ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი,  №36, ნაკვეთი 10/041
  • ქ. თბილისი, ნუცუბიძე ქ. №129
  • ქ. თბილისი, ალექსიძის ქ.
  • ქ. თბილისი, შ. პეტეფის ქ. №1
  • ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი № 90
  • ქ. თბილისი, მცხეთის ქ. №13
  • ქ. თბილისი, კვერნაძის ქ. №13
  • ქ. თბილისი, დადიანის გამზირი  № 87
  • ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 5
  • ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. №27ბ

გამოყენების პირობები   ხშირად დასმული კითხვები