ქველმოქმედება

"გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“

23 დეკემბერს ნიკორა სუპერმრკეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.“ აღნიშნული აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის უანგაროდ გაღება, რომლებიც მკურნალობის კურსს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადიან. მადლობას ვუხდით ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, რომ გამოიჩინეს ინტერესი და ჩაერთნენ ამ მნიშვნელოვან და სასარგებლო აქციაში.
დაწვრილებით
დეკ
23
2015

"ნიკორა სუპერმარკეტი" 13 ივნისს დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად

"ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელმა 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს 20 ათასი ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათები გადასცა. ბარათის მფლობელები, აღნიშნული თანხის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ "ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელში ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენას შეძლებენ. დაზარალებულთა დახმარების საკითხში საკუთარი წვლილი შეიტანეს "ნიკორას" შვილობილმა კომპანიებმა - "ოკეანემ", "მზარეულის საცხობმა", "ჩვენმა ფერმერმა" და "ინტრეიდმა"...
დაწვრილებით
ივნ
16
2015

"ნიკორა სუპერმარკეტი" Ice Bucket Challenge-ს შეუერთდა

"ნიკორა სუპერმარკეტის" ქსელის მენეჯმენტი ყველასათვის ცნობილ საქველმოქმედო აქციას - Ice Bucket Challenge-ს შეუერთდა და ფონდში თანხა უკვე გადარიცხა. კომპანიამ აქციაში მონაწილეობის მისაღებად ბაზარზე მოქმედი სუპერმარკეტების - "გუდვილის", "ფუდმარტის", "სმარტის", "ფრესკოს", "ნუგეშის", "ორი ნაბიჯის", "კარფურისა" და "ფურშეტის" მენეჯმენტის გუნდები გამოიწვია და წესების შესაბამისად, კოლეგებს 24 საათი მისცა. "ჩ...
დაწვრილებით
აგვ
26
2014

"ნიკორა სუპერმარკეტმა" პატარებს 1 ივნისი მიულოცა

1 ივნისს, "ნიკორა სუპერმარკეტმა" თბილისში მცხოვრებ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. კომპანიის წარმომადგენლები, დღის განმავლობაში, დედაქალაქის ქუჩებში ღია ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და ბავშვებს ფერად-ფერადი ბუშტებითა და "ნიკორას" ჰოლდინგის ქვეშ შემავალი ბრენდი "პალომას" ნაყინით ასაჩუქრებდნენ.   შეგახსენებთ, რომ "ნიკორა სუპერმარკეტი" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს უკვე მრავალი წელია სხვადასხვა სახის ღონისძიებით ულოცავს. გ...
დაწვრილებით
ივნ
01
2013
1 2 3