პასტა პამიდვრითა და მოცარელათი

გემრიელი და სასარგებლო რეცეპტები
ცხელი კერძები
პასტა პამიდვრითა და მოცარელათი
.jpg
სწრაფი
უცხოური
კატეგორია: ცხელი კერძები

ინგრედიენტები (6 პერსონისთვის):

  • პასტა - 700 გრ
  • პამიდორი - 900 გრ 
  • მოცარელა - 250 გრ 
  • წითელი ხახვი - 2 ცალი (საშუალო ზომის) 
  • მწვანე ზეთის ხილი - 1/4 ჭიქა 
  • ორეგანო - 1/4 ჩ/კ
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 1/2 ჭიქა
  • ოხრახუში, წიწაკა, მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

მოხარშეთ პასტა... თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტი ბოლომდე არ უნდა მოიხარშოს! პარალელურად, წვრილად დაჭრილი პამიდორი, მოცარელა, ხახვი, ზეთისხილი, ოხრახუში და ნიორი მოათავსეთ თასზე - მოაყარეთ მარილი, წიწაკა და ორეგანო გემოვნებით - მოასხით ზეითუნის ზეთი და ნაზად ამოურიეთ.

გამზადებული პასტა გადაიტანეთ საწურზე და შეუშვირეთ ცივ წყალს. კარგად დაწურეთ და დაამატეთ ინგრედიენტებით სავსე ჯამს. აურიეთ და კერძიც მზად არის!