სიახლეები

სიახლეები
სიახლეები
შემოუერთდი მსოფლიო ჩემპიონატის დიდ საფეხბურთო დღესასწაულს
2026-06-11

მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, ამ განსაკუთრებულ საფეხბურთო განწყობას კი „ნიკორა ხორცპროდუქტები“ კრეატიული და განსხვავებული კამპანიით უერთდება.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა „ქომაგის“ ლიმიტირებული სერიის 11 უნიკალური დიზაინი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელ, ემოციურ და საკულტო მომენტებს აცოცხლებს.

სერიის თითოეული შეფუთვა ფეხბურთის ისტორიიდან ერთ გამორჩეულ ეპიზოდს ეძღვნება - ლეგენდარული მარადონას „ღმერთის ხელიდან“ დაწყებული, ზიდანისა და მატერაცის ცნობილ დაპირისპირებამდე.

განსაკუთრებული ადგილი ეთმობა იტალიის ნაკრებსაც, რომელიც ჩემპიონატს კვლავ გამოტოვებს — „ნიკორამ“ ეს ფაქტი იუმორისტული დიზაინით გააცოცხლა და გულშემატკივრებს ტელევიზორთან სხვა გუნდების თამაშებით ტკბობა შესთავაზა.

წლები გადის, ანგარიშები გვავიწყდება, მაგრამ ემოციები რჩება. სწორედ ამ ემოციების შენარჩუნებაა „ქომაგის“ საფეხბურთო სერიის მთავარი იდეა — იმ წამების გახსენება, რომლებმაც ფეხბურთის ისტორია შექმნა და გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.

„ნიკორას“ ახალი კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეფუთვა მხოლოდ პროდუქტის ნაწილი არ არის — ის შეიძლება გახდეს ისტორიის, ემოციისა და გულშემატკივრობის ენა.

„ქომაგის“ საფეხბურთო სერიის შეძენა ნიკორა სუპერმარკეტის დახლებზე 10 ივნისიდანაა შესაძლებელი.

იპოვეთ თქვენი საყვარელი მომენტი და შემოუერთდით მსოფლიო ჩემპიონატის დიდ საფეხბურთო დღესასწაულს.

შემოუერთდი მსოფლიო ჩემპიონატის დიდ საფეხბურთო დღესასწაულს
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry