პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
კატეგორიის მენეჯერი
თბილისი
20 ივლ 2021
18 აგვ 2021

სს „ნიკორა ტრეიდი“ - ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება,  სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კატეგორიის სტრატეგიის განსაზღვრა
  • ასორტიმენტის ფორმირება, საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტებისათვის ინდივიდუალური ასორტიმენტების შექმნა
  • ახალი პროდუქტების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება
  • ბაზრის შესწავლა და ანალიზი
  • პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება და კონტროლი
  • კატეგორიის მომგებიანობის და გაყიდვების ანალიზი
  • მერჩენდაიზინგული სტანდარტების დადგენა
  • გაყიდვების სტიმულირების კუთხით პრომო აქტივობების დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური უნარები
  • ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი
  • თვითგანვითარების უნარი
  • საქმიანი პროტოკოლის კარგი ცოდნა
  • კრეატიული აზროვნების უნარი

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV მეილზე:
cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry