ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
მწიფე მაყვალი ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გახეხეთ საწურზე. თუ გაციებული მასა შესქელდა, დაუმატეთ თავისივე წვენი იმდენი, რომ მიიღოთ საშუალო სისქის მასა.
ხის ფიცარზე გადააკარით კულინარიული პარკი და მიღებული მასა ხის კოვზით თანაბრად გაანაწილეთ ზედაპირზე. გააშრეთ მცხუნვარე მზეზე და პერიოდულად გადააბრუნეთ სრულ გაშრობამდე.
თუ ტკბილი ტყლაპის მოყვარული ხართ, ხარშვისას შეგიძლიათ მაყვალს დუმატოთ შაქრის ფხვნილი, არომატისთვის კი ცოტაოდენი კონიაკი გამოიყენოთ. ტყლაპი არანაკლებ გემრიელი გამოვა თუ მასაში მწვანილს, ნიორს, წიწაკას და სუნელებს დაუმატებთ.