რეცეპტები

ცხელი-კერძები
აკორდეონი კარტოფილი
აკორდეონი კარტოფილი

აკორდეონი კარტოფილი

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

10–15 წუთი

ინგრედიენტები
აღწერა:

 ხრაშუნა ჰასელბეკის კარტოფილი

 

ინგრედიენტები:

  1. 4–6 ცალი „ბაღჩას“ კარტოფილი
  2. 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი ან გამდნარი კარაქი
  3. 1 ჩ.კ. მარილი
  4. ½ ჩ.კ. შავი პილპილი
  5. 1 ჩ.კ. ხმელი თიამი ან როზმარინი
  6. 2–3 კბილი ნიორი (დაქუცმაცებული)
  7. სურვილისამებრ: პარმეზანი, ოხრახუში ან მწვანე ხახვი სერვირებისთვის

 მომზადება

  1. გარეცხეთ „ბაღჩას“ კარტოფილი და კანი არ მოაცილოთ.
  2. თითოეული კარტოფილი თხელ ფენებად დაჭერით ისე, რომ ბოლომდე არ გაიჭრას.
  3. აურიეთ ზეითუნის ზეთი, ნიორი, მარილი, პილპილი და ხმელი სანელებლები.
  4. ფუნჯის დახმარებით ნაზავი კარგად წაუსვით კარტოფილს, მათ შორის ჭრილებშიც.
  5. გამოაცხვეთ 200°C-ზე 50–60 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილი შიგნიდან დარბილდება და გარედან ოქროსფერი და ხრაშუნა გახდება.
  6. სურვილისამებრ, ბოლოს მოაყარეთ პარმეზანი და კიდევ 3–5 წუთით შედგით ღუმელში.
  7. სერვირების წინ მოაყარეთ ოხრახუში ან მწვანე ხახვი.
  8.  

 მარტივი, ხრაშუნა და არომატული კერძი, რომლის მთავარი საიდუმლო „ბაღჩას“ ხარისხიანი კარტოფილია. 

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry