რეცეპტები

ცხელი-კერძები
გამომცხვარი ავოკადო კვერცხითა და ხაჭოს ყველით
გამომცხვარი ავოკადო კვერცხითა და ხაჭოს ყველით

გამომცხვარი ავოკადო კვერცხითა და ხაჭოს ყველით

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მარტივი

სწრაფი

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:
  • ინგრედიენტები:
  • 2 ცალი ავოკადო

  • 4 ცალი კვერცხი

  • ხაჭო

  • 2 ნაჭერი ტოსტის პური

  • 2 კუბიკი რბილი კარაქი

  • მწვანე ხახვი

  • რამდენიმე ფოთოლი სალათი

  • რამდენიმე ცალი პომიდორი ჩერი

  • მარილი და პილპილი

  • ლიმონი

მომზადების წესი:

  1. გაჭერით ავოკადო შუაზე, გამოაცალეთ კურკა და კოვზით ამოიღეთ ცოტა რბილობი შიგნიდან, რომ ორმო გაუზარდოთ. ამოღებული რბილობი შეინახეთ. ავოკადოს ზედაპირს წაუსვით ლიმონის წვენი (რომ არ გაშავდეს). ძირზე ოდნავ ჩამოაჭერით, რომ ზედაპირზე მყარად დადგეს.

  2. თითოეულ ავოკადოს ნახევარში ჩადეთ თითო ჩაის კოვზი ხაჭოს ყველი და შიგვე ჩაახალეთ თითო კვერცხი. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წუთის განმავლობაში.

  3. მორჩენილი ავოკადოს რბილობი აურიეთ ცოტაოდენ ლიმონის წვენთან, მარილთან და პილპილთან ერთად. მიღებული მასა წაუსვით ტოსტებს.

  4. გამოიღეთ ავოკადო ღუმელიდან, ზემოდან, გამომცხვარი კვერცხის გულის გარშემო, დამატებით მორთეთ მარცვლოვანი. მიირთვით ტოსტებთან და მარტივ სალათთან ერთად. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry