რეცეპტები

ცხელი-კერძები
ომლეტის ხვეულა ხაჭოთი და პომიდვრით
ომლეტის ხვეულა ხაჭოთი და პომიდვრით

ომლეტის ხვეულა ხაჭოთი და პომიდვრით

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი კვერცხი

  • 1 სუფრის კოვზი კარაქი

  • 150 გრ უცხიმო ხაჭო „Piątnica“ (Twaróg Wiejski Lekki)

  • 3-4 ღერი ოხრახუში

  • 3-4 ღერი კამა

  • 2 კბილი ნიორი

  • ½ ჩაის კოვზი პროვანსული ბალახები

  • 1 სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი

  • 1 ცალი პომიდორი

  • მარილი და პილპილი (გემოვნებით)

მომზადების წესი:

  1. ჯამში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და პრესით დაჭყლეტილი ნიორი. მოაყარეთ პროვანსული ბალახები, მარილი და პილპილი გემოვნებით. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ ჩანგლით.

  2. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაასხით კვერცხისა და მწვანილის მასა და შეწვით დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.

  3. ცალკე ჯამში ხაჭოს დაუმატეთ ნატურალური იოგურტი, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და ცოტაოდენი მარილი. კარგად აურიეთ.

  4. უკვე გაგრილებულ ომლეტზე თანაბრად გადაანაწილეთ მომზადებული ხაჭოს მასა და გადაახვიეთ რულეტისებურად. დაჭერით რამდენიმე სანტიმეტრიან პატარა რულეტებად.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry