ნანა პერტენავა ნიკორას მთავარი ტექნოლოგია. ის თითქმის კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენი თანამშრომელია და მალე ნიკორაში მუშაობის 20 წელი შეუსრულდება.
ნანა: „ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი კვების ტექნოლოგიის განხრით დავამთავრე, კერძოდ ხორცის ტექნოლოგიის სპეციალობით და დავბრუნდი საქართველოში. ამ დროს ძალიან რთული იყო ზოგადად სამუშაოს პოვნა და მითუმეტეს ჩემი სპეციალობით. 1999 წლის 18 აპრილს ნიკორაში დავიწყე მუშაობა ტექნოლოგის პოზიციაზე. დღევანდელი დღესავით მახსოვს ნიკორაში მოსვლა და კომპანიის დამფუძნებელთან ჩემი შეხვედრა - მითხრა, თუ აქ დაიწყებ მუშაობას, იცოდე, ეს თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნებაო. მაშინ ეს სერიოზულად არ მიმიღია, ვინაიდან ქვეყანაში არასტაბილური ბიზნეს გარემო იყო, თუმცა როცა ვიხსენებ, მიკვირს, როგორი შორსმიმავალი გეგმები ჰქონდათ კომპანიასთან მიმართებაში.
წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროდუქტი მაქვს შექმნილი და თითოეულ მათგანში უზარმაზარი შრომაა ჩადებული, ამიტომ ყველა მიყვარს. გამოვარჩევდი კაიზერისა და ბრავოს სერიის პროდუქტებს, რომელიც მართლა გამორჩეულია და ევროპულს არც ხარისსხით და არც საგემოვნო თვისებებით არ ჩამოუვარდება.
უკვე 2️⃣0️⃣ წელია ნიკორას თანამშრომელი ვარ და თქვენ თვითონ განსაჯეთ რამხელა ადგილი უჭირავს ამ კომპანიას ჩემს ცხოვრებაში. ნიკორა ხარისხზე ორიენტირებული, სტაბილური კომპანიაა და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მუდმივად ახლის ძიებაში ვართ, - წელიწადში 2-3-ჯერ ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა სემინარში და ვნერგავთ სიახლეებს.
როცა კარიერის შენებას იწყებ, პირველ რიგში აუცილებელია გიყვარდეს შენი საქმე და სიამოვნებას განიჭებდეს ის რასაც აკეთებ, წინააღმდეგ შემთხვევაში დადებით შედეგს ვერ მიიღებ.“