“ნიკორა სუპერმარკეტი” ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა. წლების მანძილზე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა და დღეს ის ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელია საქართველოს მასშტაბით. მის სახელს უკავშირდება ბოლო დროის წარმატებული ბიზნეს გარიგებები სხვადასხვა კომპანიებთან. ჰიპერმარკეტ „ლიბრეს“ და „ნუგეშის“ სუპერმარკეტების ქსელი, ასევე "ჰოთ-დოგ რუმი" დღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ მენეჯმეტის ქვეშაა.
„ნიკორა სუპერმარკეტის“ მთავარი მიზანია - მომხმარებლის ერთგულების მოპოვება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება, განვითარება და გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა. ყოველივე ეს კი არის შედეგი იმისა, რომ კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებულია თავის სფეროში, რასაც ასევე ხაზს უსვამს დასაქმებულთა მაღალი მაჩვენებელი, რომელმაც ბოლო მონაცემებით 7000-ს გადააჭარბა.
სს. „ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წლის 21 მარტს, სს „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელი იყო. საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა წელიწადში 2-ჯერ. განთავსების აგენტმა "გალთ & თაგარტი" უზრუნველყო, რომ "ნიკორა ტრეიდი"-ს ობლიგაციები დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ყოველივე ეს კი უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალობას.
2018 და 2021 წლებში კი ობლიგაციები 3 წლიანი ვადით გამოცა.
"ნიკორა სუპერმარკეტი" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს. კომპანიაში გარდა ადგილობრივისა მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს შეიძინოს უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები.
უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება, მაქსიმალური კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასები - "ნიკორა სუპერმარკეტის" მთავარი უპირატესობაა.
სს. "ნიკორა ტრეიდი"
ს/კ 206255808
ი/მ ქ. თბილისი, ალ. მრევლიშვილის ქ #2