სს "ნიკორა" წარმატებით ოპერირებს ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე 1998 წლიდან.
25 წლის მანძილზე კომპანია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. მოპოვებული აქვს ნდობა და პატივისცემა როგორც მომხმარებლების, ასევე ინვესტორების მხრიდან.
სს "ნიკორას" გამოშვებული აქვს პრივილეგირებული კლასის აქციები, რომელმაც საკმაო დაინტერესება გამოიწვია გამოცდილი ინვესტორების მხრიდან.
ინფორმაციისთვის:
პრივილეგირებული კლასის აქცია - სახელობითი აქცია, რომელიც უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში, ნაწილდება პრივილეგირებულ აქციათა მფლობელებზე, ხოლო შემდგომ - ჩვეულებრივ აქციონერებზე, მათ წილთა შესაბამისად. პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას საერთო კრებაზე.
ჩვეულებრივი კლასის აქცია - აქცია, რომლის მფლობელსაც ენიჭება აქციონერის ყველა ქონებრივი უფლება. კერძოდ:
კონტაქტი: investors@nikora.ge
"ნიკორა ტრეიდის" ობლიგაციები
ობლიგაციების ემისია 2016
პირობები:
• ემიტენტი: სს „ნიკორა ტრეიდი“
• გარანტორი: სს „ნიკორა“
• საემისიო ობლიგაციების მთლიანი ნომინალური ღირებულება - 5 მილიონი აშშ დოლარი
• საპროცენტო სარგებელი (კუპონი): წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან
• სარგებლის (პროცენტის) გადახდის პერიოდულობა: ნახევარწლიური
• ვადა: 2 წელი
• განთავსების ფასი: ნომინალური ღირებულების 100%
• ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება: US$ 1,000 (ერთი ათასი აშშ დოლარი)
• შესყიდვის მინიმალური ოდენობა: 10 ობლიგაცია, US$ 10,000 (ათი ათასი აშშ დოლარი)
• განთავსების მინიმალური ბიჯი: 1 ობლიგაცია, 1,000 (ერთი ათასი აშშ დოლარი)
• განთავსების აგენტი: სს „გალტ ენდ თაგარტი“
• ანგარიშსწორებისა და ძირითადი გადამხდელი აგენტი: სს „გალტ ენდ თაგარტი“
• ობლიგაციონერების წარმომადგენელი: სს „გალტ ენდ თაგარტი“
ობლიგაციებით დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ განთავსების აგენტს: სს "გალტ ენდ თაგარტი" st@gt.ge ( 995 32) 2 40 11 11.