პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
ადმინისტრატორი
თბილისი
31 ივლ 2023
31 დეკ 2023

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** გაზრდილ ანაზღაურებას - 1150-1500 ლარს  ბონუსს;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
** მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • დარბაზში პროდუქციის განლაგების, ვადების კონტროლი და ჩამოწერის წარმოება
  • პროდუქტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახალი ფასმაჩვენებლის დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტთან განთავსება
  • სავაჭრო დარბაზში აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა
  • სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია)
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • შრომისმოყვარეობა

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry