პოზიცია
ქალაქი
გამოქვეყნდა
ბოლო ვადა
შოთის პურის მცხობელი
თბილისი
31 ივლ 2023
31 დეკ 2023

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას შოთის პურის მცხობელის პოზიციაზე (საქმის ადგილზე შესწავლით) თბილისში შემდეგ მისამართებზე მდებარე ფილიალებში:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცომის მომზადება აპარატით;
  • ცომის პორციებად დაჭრა და საცხობად გამზადება;
  • ცომის თონეში ჩაკვრა და გამოცხობა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "შოთის პურის მცხობელი".

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/DEzVpVyvfbbjSkoE8

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry