რეცეპტები

ცხელი-კერძები
ქათმის ხვეულა ყველით და შაშხით
 ქათმის ხვეულა ყველით და შაშხით

ქათმის ხვეულა ყველით და შაშხით

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ქათმის ფილე - 8 ცალი
  • შაშხი ბეკონი - 8 ნაჭერი
  • ყველი მოცარელა - 250 გ
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი - 1-2 ს/კ 

სოუსისთვის: 

  • ნაღები - 1 ჭიქა
  • ფორთოხლის წვენი - 1 ჭიქა
  • თეთრი მშრალი ღვინო - 1/2 ჭიქა
  • ოხრახუში - გემოვნებით

მომზადების წესი: 

ქათმის ფილე დაბეგვეთ, შუაგულში მოათავსეთ მოცარელა, ბეკონის თხელი ნაჭერი, გადაახვიეთ და დაამაგრეთ ხის ჩხირით. ზემოდან წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დააწყვეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით, სანამ ზედაპირი არ შეოქროსფერდება. 

ღვინო და ფორთოხლის წვენი ჩაასხით ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ ნაღები და ხარშეთ მანამდე, სანამ მასა არ გასქელდება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში და სოუსი შეინახეთ თბილ მდგომარეობაში.

სუფრასთან მიტანამდე, შემწვარ ქათამს მოხსენით ხის ჩხირები და მოასხით წინასწარ მომზადებული სოუსი. შეგიძლიათ მიირთვათ თქვენთვის სასურველ გარნირთან ან სალათთან ერთად.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry