რეცეპტები

პასტა კარბონარა

პასტა კარბონარა

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • სპაგეტი - 1 შეკვრა
  • კვერცხი - 2 ცალი
  • შაშხი - 5 ნაჭერი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ხახვი - 1 ცალი
  • გახეხილი პარმეზანი - 1 ჭიქა
  • ზეითუნის ზეთი - გემოვნებით
  • მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით
  • ბაზილიკა - გემოვნებით
     

მომზადების წესი:

დაჭრილი ხახვი და შაშხი შეწვით ზეითუნის ზეთში და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი.

სპაგეტი მოათავსეთ ადუღებულ მარილწყალში და სანამ ბოლომდე მოიხარშება, 2-3 წუთით ადრე გადაწურეთ.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და პილპილი. ათქვეფილი კვერცხი შეურიეთ სპაგეტს. შემდეგ დაუმატეთ მოთუშული ხახვი და შაშხი.

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გააფორმოთ ბაზილიკის ფოთლებით.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry