რეცეპტები

ცხელი-კერძები
გამომცხვარი კარტოფილის რგოლები სიომგით
გამომცხვარი კარტოფილის რგოლები სიომგით

გამომცხვარი კარტოფილის რგოლები სიომგით

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • კარტოფილი - 3 ცალი
  • სამარხვო მაიონეზი - 100 გ
  • ხახვი - 1 ცალი
  • სიომგა - 170 გ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • წიწაკა - 1 ცალი
  • პამიდვრის საწებელი - 1/4 ჭიქა
  • მარილი, პილპილი, მწვანე ხახვი - გემოვნებით

მომზადების წესი:

გასუფთავებული და კარგად გარეცხილი კარტოფილი კანიანად დაჭერით თხელ რგოლებად (დაახლოებით 1სმ სისქის), მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 20 წუთის შემდეგ ამოატრიალეთ კარტოფილის ნაჭრები და კვლავ შედგით ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. 

გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და წიწაკა. მოთუშეთ მანამ, სანამ ხახვი ოქროსფერ ფერს არ მიიღებს.

გამომცხარ კარტოფილზე მოათავსეთ მაიონეზი, სიომგის ნაჭერი, მოთუშული ხახვი, წიწაკა, პამიდვრის საწებელი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry