რეცეპტები

ცხელი-კერძები
კარტოფილი შაშხით და ყველით
კარტოფილი შაშხით და ყველით

კარტოფილი შაშხით და ყველით

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

6 ულუფისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

  • დიდი ზომის კარტოფილი - 6 ცალი
  • კარაქი - 100 გ
  • ზეითუნის ზეთი - 3 ს|კ
  • შაშხი ბეკონი - 100 გ
  • ყველი - 100 გ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ოხრახუში და არაჟანი - გასაფორმებლად

მომზადების წესი:

გააცხელეთ ღუმელი 250 გრადუსზე. თუნუქის ფურცელზე მოათავსეთ ფოლგა.

კარგად გარეცხეთ კარტოფილი და ჩაჭერით 3-4მმ სისქის ნაჭრებად, თუმცა არა ბოლომდე. მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარტოფილის ნაჭრებს შორის ჩააწყვეთ წვრილად დაჭრილი კარაქი. შეგიძლიათ დაამატოთ ზეითუნის ზეთიც.

კარტოფილი ფრთხილად გადაიტანეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში 45 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი შემწვარი ბეკონი და გახეხილი ყველი. შემდეგ გადააფარეთ ფოლგა და ისევ შედგით ღუმელში დაახლოებით 15-30 წუთი, სანამ კარტოფილი არ იქნება მზად.

სურვილისამებრ, გამომცხვარი კარტოფილი შეგიძლიათ გააფორმოთ დაჭრილი ოხრახუშით და არაჟნით.

 

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry