რეცეპტები

ცხელი-კერძები
გემრიელი რეცეპტი ლიონელ მესისგან
გემრიელი რეცეპტი ლიონელ მესისგან

გემრიელი რეცეპტი ლიონელ მესისგან

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • საქონლის ხორცის ფილე - 4 ნაჭერი
  • შაშხი - 4 ნაჭერი
  • კვერცხი - 3 ცალი
  • ყველი პარმეზანი- 1/4 ჭიქა
  • ყველი მოცარელა - 1 ჭიქა
  • ტომატის სოუსი - 1/2 ჭიქა
  • ორეგანო - 1 ჩ/კ
  • საფანელი - 2 ჭიქა
  • ნიორი (წვრილად დაჭრილი) - 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 1/3 ჭიქა
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

კვერცხი, ორეგანო, მარილი და  წიწაკა გათქვიფეთ თასში. მეორე თასში აურიეთ საფანელი, გახეხილი პარმეზანი და ნიორი.

საქონლის ფილე ჯერ კვერცხიან თასში ამოავლეთ კარგად, შემდეგ კი საფანელში. დაალაგეთ ცხიმიან ტაფაზე და შებრაწეთ ორივე მხრიდან, სანამ  არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას.

შებრაწული ფილე მოათავსეთ თუნუქის საცხობ ფურცელზე, თითოეულ ნაჭერს დააწყვეთ დაჭრილი შაშხის ნაჭრები, მოასხით 2-3 ს/კ ტომატის წვენი, მოაყარეთ 1/4 ჭიქა გახეხილი მოცარელა, ორეგანო და შედგით ღუმელში, სანამ ყველი არ დადნება.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry