რეცეპტები

ცხელი-კერძები
ესპანური Paella კრევეტებით
ესპანური Paella კრევეტებით

ესპანური Paella კრევეტებით

რეცეპტის კატეგორია:

ცხელი-კერძები

მომზადების დრო:

ინგრედიენტები
აღწერა:

ინგრედიენტები:

  • ბრინჯი - 1 ჭიქა
  • კრევეტი - 150 გ
  • კალმარი - 150 გ 
  • მიდია - 200 გ
  • ბულიონი - 2 ჭიქა 
  • პამიდორი - 2 ცალი 
  • ბარდა - 100 გ
  • წითელი ბულგარული წიწაკა - ნახევარი 
  • ხახვი - 2 თავი 
  • ნიორი - 1-2 კბილი
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
  • ზაფრანა, დაფნის ფოთოლი, მიხაკი - გემოვნებით

მომზადების წესი:

გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოთუშეთ 2-3 წუთის განმავლობაში, სანამ ხახვი არ გაოქროსფერდება. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ბარდა და მოთუშეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ბრინჯი, მარილი, ზაფრანა და მოასხით ბულიონი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ რამოდენიმე წუთი.

პარალელურად ცალკე ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი, შავი პილპილი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი და აადუღეთ. ადუღებულ მარილწყალში ჩაყარეთ ჯერ კალმარები, შემდეგ მიდიები და ბოლოს კრევეტები. გააჩერეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ ამოიღეთ, გადაწურეთ და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 1-2 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და 5-10 წუთით დატოვეთ დახურულ ტაფაში.

cherry cherry
hop hop
mint mint
strawberry strawberry