"ნიკორა სუპერმარკეტის" დაგროვებით ბარათზე არსებული ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენა, მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ სავაჭრო ობიექტში.
დაგროვებით ბარათზე არსებული ქულების შემოწმება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: http://new.nikorasupermarket.ge/ge/ბარათები
"ნიკორა სუპერმარკეტის" Mobile - აპლიკაციის გადმოსაწერად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: http://nikorasupermarket.ge/georgian/aplication
ნებისმიერი სახის სარეკლამო თუ არა სარეკლამო შემოთავაზება შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@nikoratrade.ge
"ნიკორა სუპერმარკეტში" კანდიდატთა შერჩევის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:
✔ თუ აპლიკანტის მონაცემი აკმაყოფილებს არსებული ვაკანტური ადგილის მოთხოვნებს, რეზიუმეს განხილვის შემდეგ ხდება გასაუბრებაზე დაბარება.
✔ შერჩევის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ტესტირებას, რომლის საშუალებითაც ხდება კანდიდატის პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა.
✔ გასაუბრების პირველი ეტაპი მოიცავს პერსონალის მართვის სამსახურის წარმომადგენელთან ინდივიდუალურ გასაუბრებას. მეორე ეტაპზე კი, კანდიდატის შეხვედრა მის პოტენციურ ხელმძღვანელთან ხდება.
✔ ტესტირება/გასაუბრების ეტაპების წარმატებით დასრულების შემდეგ ხდება კანდიდატის კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმება.
„ნიკორა სუპერმარკეტი“-ს ქსელში 4 განსხვავებული გრაფიკი მოქმედებს:
1. კვირამონაცვლეობით მუშაობა
2. 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი მორიგეობა
3. 16:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობა
4. 2 დღე 12 საათიანი მორიგეობა - მესამე დღეს კი თავისუფალი დღე.
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია გრაფიკსა და იმ კონკრეტულ სავაჭრო ობიექტზე, რომელშიც სამომავლოდ აპლიკანტი დასაქმდება. აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ტესტირება/გასაუბრების ეტაპზე მოგაწვდით კომპანიის ადმინისტრირებისა და პერსონალის მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
"ნიკორა სუპერმარკეტში" არსებული ვაკანსიების სანახავად ეწვიეთ მოცემულ ბმულს: ვაკანსიები