"ნიკორა სუპერმარკეტმა" საზოგადოების მოთხოვნის დიდი ხნის სურვილი გაითვალისწინა და მომხმარებელს დაგროვებითი ბარათების სერვისი შესთავაზა.
ბარათის აღება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. ბარათით ქულების დაგროვება და განაღდება ხდება საქართველოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ "ნიკორა სუპერმარკეტი"-ს ფილიალში. ბარათი შედგება ერთი ძირითადი ბარათისგან, რომლიდანაც ქულების განაღდება შეუძლია იმ პიროვნებას, ვის სახელზეცაა დარეგისტრირებული კონკრეტული ბარათი.
ბარათზე დაგროვებული 100 პირობითი ერთეული შეესაბამება 1 ლარს - ყოველ 10 ლარიან შენაძენზე კი მომხმარებელი დამატებით იღებს 10 ქულას და ამავე პრინციპით გრძელდება ნებისმიერ დამრგვალებულ ქულებზე.
მაგ: თუ თქვენი შენაძენი არის დამატებით მიიღებთ
„ნიკორა სუპერმარკეტის“ დაგროვებითი ბარათი ეს არის ლოიალობის უნიკალური დაგროვებითი პროგრამა.
ესტუმრეთ ჩვენს ყველაზე მრავალრიცხოვან ქსელს, დააგროვეთ ერთგულების ქულები.