გაიცანით ელენე ჩიტაძე, ნიკორა ტრეიდის შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული გუნდის წევრი. ელენე სწორედ იმ "ჩვენიანთა" სიაშია, რომლის წარმატების გზაზეც დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ამჯერად მის ინტერვიუს წარმოგიდგენთ ^_^
ელენე: "2011 წელს ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემი მეგობრების რეკომენდაციით შევავსე განაცხადის ფორმა და დავიწყე ნიკორაში მუშაობა კონსულტანტის პოზიციაზე. მას შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, 7⃣ პოზიციაზე ვიმუშავე და დღეს შესყიდვების დეპარტამენტში ტკბილეულის კატეგორიის მენეჯერი ვარ. კომპანია სწრაფად ვითარდებოდა, სჭირდებოდა დამატებითი ადამიანური რესურსი ყველა მიმართულებით, ნიკორა კი ყოველთვის ორიენტირებული იყო შიდა კადრის განვითარებასა და წინსვლაზე.
ნიკორა ჩემთვის არის ადგილი, სადაც მუდამ ზრუნავენ ადამიანის შესაძლებლობების რეალიზაციაზე. ამ კომპანიაში ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე, გავხდი უფრო თავდაჯერებული, მომემატა გამბედაობა... დამეთანხებით, როდესაც მუშაობას 18 წლის ასაკში იწყებ, შენი თვისებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს ის გარემო, სადაც დროის უმეტეს ნაწილს ატარებ.
იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახლა იწყებენ მუშაობას, ვურჩევდი, დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ შესაძლებლობებში, გულით აკეთონ და უყვარდეთ თავისი საქმე, რადგან შრომისმოყვარეობა და საქმისადმი ერთგულება წარმატების საწინდარია."