ამჯერად ორი #ჩვენიანი - ნათია და თათია გვინდა გაგაცნოთ, როგორც მეგობრები და საერთო გზა გამოვლილი გუნდის წევრები. მათი კარიერული გზა კონსულტანტობიდან დაიწყო და დღეს მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.
ნათია: - დღევანდელი დღესავით მახსოვს, როდესაც გავხდი ნიკორას დიდი გუნდის ერთი პატარა წევრი.
თათია: - ვიყავი ხაზის კონსულტანტი, შემდეგ მოლარე, რამდენიმე თვეში კი ტრენერ-კონსულტანტების პირველი ნაკადის წარმომადგენელი გავხდი. მომდევნო ეტაპი კიდევ ერთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო, მე და ნათია ერთად დავწინაურდით ყველაზე მაგარი კომპანიის მარკეტინგის გუნდის წევრებად.
ნათია: - ნიკორაში ყველაზე მეტად მიყვარს ის გარემო, რასაც კომპანია ქმნის - თბილი და მეგობრული დამოკიდებულება. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ნიკორა ჩემთვის მეორე ოჯახია. ჩემთვის მთავარი მოტივატორი გუნდია, რომელიც ყოველთვის მაძლევს ბიძგს, ვიყო უკეთესი.
თათია: ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი უკავშირდება კომპანიას, სადაც უკვე მე-8 წელია ვარ, ადამიანებს, რომლებიც ამ კომპანიაში შევიძინე და გამოცდილებას, რომელიც ფასდაუდებელია.
#ნიკორა ამაყობს ასეთი ერთგული თანამშრომლებით და უსურვებს წარმატებას.