ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოაყარეთ პაპრიკა. შეწვით ზეითუნის ზეთში 10 წუთის განმავლობაში.
ცალკე მოხარშეთ ლობიო და ბრინჯი.
დაჭერით ბულგარული წიწაკა, პამიდორი, ხახვი და ქინძი.
ტაფაზე მოათავსეთ სიმინდის მარცვლები და მოთუშეთ 2 წუთის განმავლობაში.
ერთმანეთში აურიეთ ბრინჯი, ლობიო, შემწვარი ქათმის ფილე, დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი, პამიდორი, მოთუშული სიმინდი, მარილი, პილპილი და ქინძი.
სალათს ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოასხით ლიმნის წვენი.
სურვილისამებრ გააფორმეთ დაჭრილი ავოკადოთი.